ვებსაიტები
ლენდინგები, ბიზნეს და კორპორატიული საიტები, ასევე ინდივიდუალური საიტები, რომლებიც თქვენს ბიზნესს გასაგებად წარმოაჩენს და მომხმარებელს შემდეგ ნაბიჯამდე მიიყვანს.
დეტალურადWebu არის ციფრული სტუდია თბილისში. ვქმნით ვებსაიტებს, ონლაინ მაღაზიებს, ვებ და მობილურ აპლიკაციებს, ვზრდით მათ SEO-თი და რეკლამით და გაშვების შემდეგაც ვუვლით. დიზაინი, დეველოპმენტი, ჰოსტინგი და მხარდაჭერა ერთ გუნდშია.
რვა მიმართულება, ერთი გუნდი და ერთი პასუხისმგებლობა. საიტიდან და აპლიკაციიდან რეკლამამდე, AI-მდე და გაშვების შემდეგ მოვლამდე.
მაღაზია, რომელიც ყიდის: კატალოგი, გადახდა ქართული ბანკებით, მიწოდება და ინტეგრაციები თქვენს სისტემებთან.
პროგრამები, რომლებითაც ბიზნესი ყოველდღიურად მუშაობს: ვებ და მობილური აპლიკაციები, CRM, ჯავშნის სისტემები, დეშბორდები და API.
SEO, Google Ads და Meta Ads, ანალიტიკა და CRO: მეტი სწორი ვიზიტორი და მეტი მოთხოვნა საიტიდან.
დომენი, ჰოსტინგი, SSL, ელფოსტა, Cloud და backup-ები. ყველაფერი, რაზეც საიტი მუშაობს.
მოვლა, უსაფრთხოება, განახლებები, მონიტორინგი და დეველოპმენტი გაშვების შემდეგ.
ჯერ ვიგებთ თქვენს ბიზნესსა და მიზნებს. ერთად ვადგენთ, რა კეთდება, რა არ შედის, ვადებს და ღირებულებას.
ჩაწერეთ თქვენი საიტის მისამართი და მიიღეთ სწრაფი შეფასება. სრულ ანგარიშს 24 საათში გამოგიგზავნით.
საბოლოო ღირებულება Scope-ის შეთანხმების შემდეგ დგინდება.
განიხილეთ პროექტი ჩვენთანსაიტის გაშვების შემდეგ ყველაფერს ჩვენ ვუვლით: ჰოსტინგს, უსაფრთხოებას, განახლებებს და შესწორებებს. თქვენ ბიზნესს მართავთ, ჩვენ საიტს.
ყველა ახალ პროექტზე, გაშვებიდან პირველი 3 თვე.
Webu Care: 49 ₾/თვე-დან
პროექტის ღირებულება 12 თანაბარ ყოველთვიურ გადახდად იყოფა, ზედმეტი თანხის გარეშე.
ფასი დამოკიდებულია Scope-ზე: გვერდების რაოდენობაზე, ფუნქციებზე, ინტეგრაციებსა და დიზაინის სირთულეზე. ზუსტ შეთავაზებას პირველი შეხვედრის შემდეგ მიიღებთ.
ლენდინგი დაახლოებით 2 კვირაში, კორპორატიული საიტი 4-დან 6 კვირამდე, ონლაინ მაღაზია და აპლიკაცია 2-დან 3 თვემდე. ზუსტ გრაფიკს პირველი შეხვედრის შემდეგ მიიღებთ.
დიახ. საჭიროების შემთხვევაში საიტს მოყვება ადმინ პანელი, რომლითაც ტექსტებს, ფოტოებსა და პროდუქტებს თავად შეცვლით.
დომენი, კონტენტი და მონაცემები თქვენია. კოდზე და ლიცენზიებზე უფლებები ხელშეკრულებაში მკაფიოდ იწერება.
გაშვების შემდეგაც თქვენთან ვრჩებით. Webu Care მოიცავს მონიტორინგს, backup-ებს, განახლებებსა და შეცდომების გასწორებას.
SEO არის საიტის ოპტიმიზაცია Google-ის ძიებისთვის, რომ მაღალ პოზიციებზე გამოჩნდეთ. AEO (Answer Engine Optimization) ამზადებს კონტენტს ისე, რომ Google-მა და ხმოვანმა ასისტენტებმა თქვენი საიტიდან პირდაპირი პასუხი აჩვენონ. GEO (Generative Engine Optimization) ზრდის შანსს, რომ ChatGPT, Gemini, Perplexity და სხვა AI ასისტენტები თქვენს ბიზნესს ახსენებდნენ და დაიმოწმებდნენ. სამივეს ვთავაზობთ როგორც ახალი საიტის ნაწილად, ისე ცალკე სერვისად არსებული საიტისთვის.
პირველ ცვლილებებს ჩვეულებრივ 4-დან 8 კვირაში შეამჩნევთ, სტაბილური ზრდა კი 3-დან 6 თვემდე პერიოდში ყალიბდება. ყოველთვიურად გიგზავნით ანგარიშს.
ეტაპობრივად: 40 პროცენტი დაწყებისას, 30 დიზაინის დადასტურებისას და დანარჩენი გაშვებისას. SEO და მხარდაჭერა ყოველთვიური გადასახადია. ასევე შესაძლებელია ღირებულების 12 თვეზე გადანაწილება. ერთიანად გადახდისას მოქმედებს 10% ფასდაკლება, ხოლო მეორე პროექტზე 20%.
რა თქმა უნდა. ვიწყებთ არსებული საიტის შეფასებით, შემდეგ ერთად ვწყვეტთ, ჯობია მისი განახლება თუ თავიდან აწყობა.